საგამოძიებოს კომისიის შექმნა შოვის ტრაგედიაზე - ბოკუჩავა დეპუტატებთან კონსულტაციებს იწყებს

26.09.23 16:12
საგამოძიებოს კომისიის შექმნა შოვის ტრაგედიაზე - ბოკუჩავა დეპუტატებთან კონსულტაციებს იწყებს

შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე ენმ-ს წევრი თინა ბოკუჩავა ოპოზიციონერ დეპუტატებთან კონსულტაცეიბს იწყებს. ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ დეპუტატების პოზიცია ისედაც ცნობილია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ კენჭისყრაზე ყველა ადგილზე იყოს.

ამასთან, ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ საკითხის გატანა მომევნო საესიო კვირაშივე უნდა მოხდეს. 

ახლა ჩვენ დავიწყებთ კონსულტაციებს ყველა ოპოზიციონერ დეპუტატთან. მათი პოზიციები ცნობილია, თუმცა, რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ აბსოლუტურად ყველა იყოს ადგილზე, იყოს მზად. ჩვენი სურვილია, რომ არ დაიკარგოს ძალიან ძვირფასი დრო და დაუყოვნებლივ გამოვიყენოთ შემდეგი სასესიო კვირის შესაძლებლობა აღნიშნული საკითხის გამოსატანად, თუმცა მე ფორმალურად მაინც ბიუროზე ამას არ ვაყენებ, იმიტომ, რომ მსურს ყველა ოპოზიციონერ დეპუტატთან კონსულტაციის შედეგად მივიღოთ ეს გადაწყვეტილება, - ამბობს ბოკუჩავა.

მსგავსი სიახლეები