საგამოძიებო კომისიის შექმნის ნაწილში ბარიერი არ ვიქნებით - ბექა ლილუაშვილი

26.09.23 16:17
საგამოძიებო კომისიის შექმნის ნაწილში ბარიერი არ ვიქნებით - ბექა ლილუაშვილი

პარტია "საქართელოსთვის" წევრი ბექა ლილუაშვილი ფიქრობს, რომ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია სიმართლის დადგენას ვერ მოახერხებს. ამის მიზეზად პოლიტიკოსი "ოცნების" და ენმ-ს პოლიტიკურ ინტერესს ასახელებს.

ამასთან , ოპოზიციის წევრის თქმით, თუ ერთ ადამიანს მაინც ექნება იმედი, რომ საგამოძიებო კომისია სიმართლის დადგენას შეძლებს, პარტია "საქართველოსთვის" ამ პროცესში ბარიერი არ იქნება. 

ერთი ადამიანი მაინც თუ იარსებებს, ვისაც ექნება იმედი და მოლოდინი, რომ საგამოძიებო კომისია სიმართლეს დაადგენს, ჩვენ არ ვიქნებით ბარიერი ამ საგამოძიებო კომისიის შექმნის ნაწილში. ამ ხელისუფლების პირობებში, მათ შორის, იმ მოცემულობით, სადაც ენმ-ც პოლიტიკურ ინტერესში იყენებს ამ საკითხს და „ქართული ოცნებაც“, საგამოძიებო კომისია სიმართლის დადგენას ვერ მოახერხებს, - ამბობს ბექა ლილუაშვილი.

მსგავსი სიახლეები