რღვევა სებ-ში - ეკონომისტები არ გამორიცხავენ, რომ ეროვნულ ბანკში პოსტის დატოვებები გაგრძელდეს

26.09.23 17:12
რღვევა სებ-ში - ეკონომისტები არ გამორიცხავენ, რომ ეროვნულ ბანკში პოსტის დატოვებები გაგრძელდეს

ეროვნულ ბანკში რღვევა გრძელდება - ეკონომისტები არ გამორიცხავენ, რომ სებ-ში პოსტის დატოვებები კიდევ გაგრძელდეს.

გიორგი კეპულაძის თქმით, ბანკის თანამშრომლები არ არიან მზად, რომ ხელი მოაწერონ იმ ბრძანებას, რომლითაც მწვანეს უნთებს ეროვნული ბანკი ამერიკის მიერ სანქცირებულ პირებს.

არ გამოვრიცხავ, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს. დღეს შეიძლება ეს არის ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელი. ხვალ შეიძლება სხვა დეპარტამენტიდან იყვნენ. ფაქტია, რომ ეროვნული ბანკის თანამშრომლები, რომლებიც წლების განმავლობაში იქ მუშაობდნენ, არ არიან ხელი მოაწერონ იმ ბრძანებას, რომლითაც მწვანეს უნთებს ეროვნული ბანკი ამერიკის მიერ სანქცირებულ პირებს". - ამბობს კეპულაძე. 

ეროვნულ ბანკი ჩამოშლის ზღვარზეა - თურნავას უწყებას თანამშრომლები ერთი მეორის მიყოლებით ტოვებენ. ბანკი ეიჩარის გარეშეც დარჩა. გვანცა ცქიტიშვილმა თანამდებობა დატოვა.

თანამშრომლების პროტესტის ფონზე, ნათია თურნავამ უსაფრთხოების სამსახურის ახლი შეფი დანიშნა. გიორგი ფერაძე კონკურენციის სააგენტოდან მოულოდნელად ეროვნულ ბანკში მაშინ გადაიყვანეს, როდესაც 200 მდე თანამშრომელი თურნავას რუსული გადაწყვეტილების გამო საპროტესტო პეტიციის  გამოქვეყნებას აპირებდა, თუმცა ოპოზიციის მტკიცებით,  თანამშრომლები დაშინების გზით გააჩუმეს. 

ასევე ცნობილი ხდება, რომ სებ-ის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მრჩევლად უსაფრთხოების საკითხებში მალხაზ ღუღუნაშვილი დაინიშნა.

ღუღუნაშვილი მანამდე საქართველოს ეროვნული ბანკის უსაფრთხოების უფროსის თანამდებობაზე იყო.

შეგახსენებთ, 19 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა აღუდგინა.

 

მსგავსი სიახლეები