კობახიძე, სარჯველაძე, ოხანაშვილი, შარმანაშვილი, კახიანი - იმპიჩმენტის პროცესს "ოცნების" 5 დეპუტატი დაესწრება
ირაკლი კობახიძე, მიხეილ სარჯველაძე, ანრი ოხანაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და გიორგი კახიანი - პარლამენტის 5 დეპუტატი პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენა. სწორედ "ქართული ოცნების" ამ ხუთ დეპუტატს აქვს უფლება, რომ 3 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესზე ღია მოსმენაზე სიტყვით გამოვიდეს და დაამტკიცოს, რომ სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.
პროცესზე კონსტიტუციონალისტი იქნება სამი დეპუტატი, ხოლო იურისტი ორი. სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა ექნება სალომე ზურაბიშვილსაც, თუმცა დაესწრება თუ პროცესს პრეზიდენტი, ჯერჯერობით, უცნობია. კანონმდებლობა საქართველოს პრეზიდენტს აძლევს უფლებას, რომ სასამართლოში მის ნაცვლად მისი წარმომადგენელი მივიდეს. უცნობია, დაგეგმილი ხომ არ აქვს სალომე ზურაბიშვილს ამ დღეს რომელიმე ევროპელ ლიდერთან ვიზიტი.
5 დეპუტატს, ვისაც გვაქვს უფლებამოსილება მონიჭებული ჩვენი კოლეგების წარმომადგენლობის განხორციელების, შეგვიძლია რომ ხუთივე წარვდგეთ საკონსტიტუციოს წინაშე. საქართველოს პრეზიდენტს, ვინაიდან მისი იმპიჩმენტის პროცედურა განიხილება, კანონი აძლევს შესაძლებლობას მიიღოს პროცესში მონაწილეობას, თუმცა როგორ მიიღებს ეს უკვე საკონსტიტუციოს საგანია და ადგილზე გაირკვევა." ამბობს ანრი ოხანაშვილი.
3 ოქტომბერი, 12 საათი - საკონსტიტუციო სასამართლო. დადგებიან თუ არა ერთმანეთის პირისპირ ირაკლი კობახიძე და სალომე ზურაბიშვილი სწორედ ამ დღეს გაირკვევა. სასამართლო კოლეგიამ უნდა გადაწყვიტოს, დაარღვია თუ არა კონსტიტუცია პრეზიდენტმა, როდესაც მთავრობის თანხმობის გარეშე ევროპელ ლიდერებთან ვიზიტებზე გაემგზავრა.