ეროვნულ ბანკში ამბოხია - ქვეყნის მთავარი საფინანსო უწყების მართვა სუსმა გადაიბარა?!

26.09.23 20:21
ეროვნულ ბანკში ამბოხია - ქვეყნის მთავარი საფინანსო უწყების მართვა სუსმა გადაიბარა?!

 

 

ეროვნული ბანკის მართვა სუსმა გადაიბარა. ახლა ლილუაშვილის მთავარი ამოცანა თურნავას წინააღმდეგ დაწყებული ამბოხის ჩახშობაა. ეროვნულ ბანკში სასწრაფო წესით უსაფრთხოების სამსახურის უფროსი შეიცვალა. ეს პოსტი გიორგი ფერაძეს ჩააბარეს, რომელიც, ამავდოულად, თურნავას მრჩევლის თანამდებობასაც დაიკავებს.

რობერტს სინგლეტარი - ბანკის მმართველი საბჭოს წევრი "პირველებთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ადასტურებს, რომ თანამშრომლების საპროტესტო პეტიცია თავად ნათია თურნავამაც წაიკითხა. 

ეროვნულ ბანკში კი რღვევის პროცესი გრძელდება. სამი ვიცე პრეზიდენტისა და მრჩევლის შემდეგ დღეს თანამდებობა დატოვა უწყების ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა. გვანცა ცქიტიშვილის გადადგომაც, სავარაუდოდ, იმ პროტესტს უკავშირდება, რომელიც თურნავას რუსულ გადაწყვეტილებას მოჰყვა. სუსის სადამსჯელო ოპერაციის მიუხედავად, უწყებაში უკმაყოფილება არ ცხრება. საპროტესტო პეტიციას 200-მდე თანამშრომელი აწერს ხელს.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები