ზურაბიშვილი აკრძალულ ვიზიტებს განაგრძობს - „ოცნებამ“ პრეზიდენტი, ფაქტობრივად, დეფაქტოდ გამოაცხადა

26.09.23 20:26
ზურაბიშვილი აკრძალულ ვიზიტებს განაგრძობს - „ოცნებამ“ პრეზიდენტი, ფაქტობრივად, დეფაქტოდ გამოაცხადა

 

 

იმპიჩმენტის  მოლოდინში მყოფი პრეზიდენტის დემარში - "ოცნების" წინააღმდეგობის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი  აკრძალულ ვიზიტებს მაინც აგრძელებს. ქვეყნის მთავარსარდალი, რომელსაც "ოცნება" გადაყენებით ემუქრება, შეხვედრას შეხვედრაზე მართავს. ესტონეთის შემდეგ აუდიენცია ლატვიის პრეზიდენტთან შედგა. სავარაუდოდ, ხვალ ზურაბიშვილი ლიეტვუას პრეზიდენტს შეხვდება.

საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ყველა ეს მცდელობა კი სალომე ზურაბიშვილის წინაღმდეგ  სასამართლოში, სავარაუდოდ, მტკიცებულებად იქნება გამოყენებული. მოსამართლეთა პლენუმი იმპიჩმენტის განხილვისთვის ემზადება.

"ოცნება" დროს არ კარგავს და სალომე ზურაბიშვილს თავს ესხმის. სახელმწიფოს მეთაური, რომელიც ევროპელი ლიდერებისგან კანდიდატის სტატუსის მისაღებად მხარდაჭერას ითხოვს, დღეს ივანიშვილის გუნდმა, პრაქტიკულად,  დეფაქტოდ გამოაცხადა. პარლამენტის  თავმჯდომარემ თქვა, რომ ამ ვიზიტების დროს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს არ წარმოადგენს.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები