ოპოზიციაში ერთსულოვნებაა - შოვის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს გახარიას გუნდიც დაუჭერს
გიორგი გახარიას გუნდმა გადაიფიქრა - პარტია "საქართველოსთვის" წევრები პარლამენტში შოვის შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერენ. დეპუტატებს არ სჯერათ, რომ კომისია დატრიალებულ ტრაგედიაზე სიმართლეს დაადგენს, თუმცა ირწმუნებიან, რომ დანარჩენი ოპოზიციისთვის ბარიერს არ შექმნიან.
დაახლოებით ერთთვიანი უთანხმოების შემდეგ ოპოზიციამ საგამოძიებო კომისიის ირგვლივ ერთიანობა მაინც შეძლო. საკითხი სესიაზე მომავალ კვირას გავა, თუმცა არ არის გამორიცხული, "ოცნებამ" კენჭისყრა კარგად გამოცდილი პროცედურული ხრიკებით ჩააგდოს.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.