ემუქრებათ თუ არა სანქციები ქართულ პორტებს?
ემუქრებათ თუ არა სანქციები ქართულ პორტებს? - "ლელო" ასაჯაროებს მტკიცებულებებს, რომლებიც ბათუმის და ფოთის პორტებში სანქცირებული რუსული ნავთობით დატვირთული გემების შემოსვლას ადასტურებს. უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე საქართველოს ტერიტორიულ წყლებში 30 ტანკერია შემოსული, რომლითაც რუსეთი დასავლეთის სანქციების გვერდის ავლას ცდილობდა. ამის შესახებ ინფორმაციას, მინიმუმ, 7 სახელმწიფო უწყება ფლობს. მათ შორის, შს სამინიტრო და სუსი, თუმცა ყველა დუმს. ეს დუმილი კი ქვეყანას შესაძლოა, სანქციების ფასი დაუჯდეს.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.