"პოლიციელები მორიგეობით შემოდიოდნენ, თითქოს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მაგრად დაგვარტყამდა" - სკანდალი შსს-ში
სკანდალი შინაგან საქმეთა სამინისტროში - თაბუკაშვილის ქუჩის პოლიციის განყოფილებიდან ახალგაზრდების განწირული ყვირილი ისმოდა. 10-მდე პოლიციელს ახალგაზრდები სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებენ.
მორიგეობით შემოდიოდნენ ჩვენთან, თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მაგრად დაგვარტყამდა,"- უყვება "პირველებს" ერთ-ერთი დაზარალებული.
პოლიციელების არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი 5 ახალგაზრდა გახდა. ისინი სასურველი ჩვენების მიღების მიზნით უმოწყალოდ გაიმეტეს.
რვა საათზე, "პირველებში" ნახავთ და დაზარალებულებისგან მოისმენთ კონკრეტულ ისტორიებს, როგორ აწამეს ახალგაზრდები გომელაურის პოლიციელებმა.