დღევანდელ ხელისუფლებას ვუწოდებდი ნიჰილიზმის აგენტებს - გიორგი დუმბაძე

26.09.23 21:11
დღევანდელ ხელისუფლებას ვუწოდებდი ნიჰილიზმის აგენტებს - გიორგი დუმბაძე

„დღევანდელ ხელისუფლებას ვუწოდებდი ნიჰილიზმის აგენტებს“, - ეს განცხადება სტუდენტმა, სამოქალაქო აქტივისტმა გიორგი დუმბაძემ „რეაქციაში“ გააკეთა.

როგორც დუმბაძე ამბობს, ახალგაზრდებს არ სურთ ისეთი ხელისუფლება, რომელსაც საზოგადოების არ ესმის.

დღევანდელ ხელისუფლებას, რომელიც ჩემს თვალში კარგა ხანია, რაც არალეგიტიმურია, ვუწოდებდი ნიჰილიზმის აგენტებს, რუსეთუმეები და სულით და ხორცით რუსები გვისხედან ხელისუფლებაში, გვმართავენ და იმ გზის გავლას ცდილობენ, რომელიც ერთ დროს რუსეთმა გაიარა და ახლა პროცესშია ბელარუსი. 
ერთადერთი განცდა, რისი გაღვივებაც უნდათ, ეს ნიჰილიზმია, მაგრამ ეს ვერ მოხდება. რაც არ უნდა ბრძოლა, დაჭერები, რეპრესიები წამოვიდეს, დანებება, უკან დახევა და მიზნების დავიწყება შეუძლებელია. მშვიდობასა და თავისუფლებას შორის ჩვენ ავირჩევთ თავისუფლებას და ვიბრძოლებთ მშვიდობისთვის. აღარ გვსურს „ქართული ოცნების“ შემდეგ მორიგი ხელისუფლის მოყვანა პედესტალზე და შემდგომში მათი ახირებების მოსმენა,“ - ამბობს დუმბაძე.

მსგავსი სიახლეები