წითელი ხაზია რუსეთი და ღირსების შელახვა და ჩვენ ვართ არშეგუების პროცესში - ჩხობაძე

26.09.23 21:16
წითელი ხაზია რუსეთი და ღირსების შელახვა და ჩვენ ვართ არშეგუების პროცესში - ჩხობაძე

"წითელი ხაზია რუსეთი და ღირსების შელახვა და ჩვენ მუდმივად ვართ ამის არშეგუების პროცესში,“ - ეს განცხადება სტუდენტური მოძრაობა „ნაბიჯის“ წევრმა, დავით ჩხობაძემ "რეაქციაში" გააკეთა.

როგორც ჩხობაძე ამბობს, სტუდენტებს არაერთი პრობლემა აქვს, მათ შორის სოციალური, თუმცა, ამ დროს ირკვევა, რომ პრემიერი შვილს ჩარტერს უფინანსებს.

რაც შეეხება წითელ ხაზს - რუსეთი და რუსული პოლიტიკის გატარება არის ის წითელი ხაზი, რომლის იქითაც არაფერი არსებობს. 
რას აკეთებს ოლიგარქი ივანიშვილი ფარცხალაძის დაცვით, ღარიბაშვილი რას აკეთებს? ის ცდილობს, რომ ახალგაზრდებს რუსული პოლიტიკის გატარებით შეგვილახოს ღირსება. 
ღარიბაშვილმა ალიბის შემოსატანად 30 ათას სტუდენტს დაუფინანსა განათლება. ეს არის ფაქტი, როდესაც ღარიბაშვილს მოუწოდა დადასტურება იმისა, რომ შვილს ჩარტერი გადაუხადა და 12 წლის შემდეგ გაახსენდა სტუდენტები და ახალგაზრდები. წითელი ხაზია რუსეთი და ღირსების შელახვა და ჩვენ მუდმივად ვართ ამის არშეგუების პროცესში,“ - ამბობს ჩხობაძე. 

 

მსგავსი სიახლეები