ხელისუფლება ცდილობს, რომ შექმნას ნიჰილიზმი და წაშალოს განსხვავებები ჯგუფებში - სალომე ხვადაგიანი

26.09.23 21:23
ხელისუფლება ცდილობს, რომ შექმნას ნიჰილიზმი და წაშალოს განსხვავებები ჯგუფებში - სალომე ხვადაგიანი

„რასაც ხელისუფლება ცდილობს არის ის, რომ შექმნას ნიჰილისტური ცვლილებები და გათიშულობა და უნდობლობა ამ სამოქალაქო ჯგუფებში და წაშალოს განსხვავებები,“ - ეს განცხადება „რეაქციაში“ თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორმა სალომე ხვადაგიანმა გააკეთა.

ხვადაგიანის თქმით, ახალი კვლევის მიხედვით, ახალგაზრდების 63 პროცენტი საკუთარ ინტერესს ვერ ხედავს პოლიტიკაში, რაც ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. 

მთელი პრობლემა ჩვენი პოლიტიკური ელიტის და არასამთავრობო სექტორი ის არის, რომ ეს ცვლილებები შესაძლებელია და მეორე მხრივ, უკეთესობა შეიძლება იყოს. არსად, არცერთ ქვეყანაში უიმედოდ, ნიჰილისტურად განწყობილ და ხელჩაქნეულ ადამიანებს ცვლილებები არ გამოუწვევია. 
ნიჰილიზმის ბაცილას აქვს უნარი, რომ გავრცელდეს... გვეშველება, უნდა ავმოძრავდეთ. პირველ რიგში, რასაც ხელისუფლება ცდილობს არის ის, რომ შექმნას ნიჰილისტური ცვლილებები და გათიშულობა და უნდობლობა ამ სამოქალაქო ჯგუფებში და წაშალოს განსხვავებები სხვადასხვა ჯგუფებს შორის. თითქოს ყველა ერთია და პრობლემა იმდენად რთულია, რომ არც ღირს,“ - ამბობს ხვადაგიანი.

 

მსგავსი სიახლეები