გააუქმეს არჩევნები კონსერვატორიაში. დამყარდა კულტურის სამინისტროს სისტემაში საბჭოთა კავშირი - დეა მეტრეველი

26.09.23 22:13
გააუქმეს არჩევნები კონსერვატორიაში. დამყარდა კულტურის სამინისტროს სისტემაში საბჭოთა კავშირი - დეა მეტრეველი

„გააუქმეს არჩევნები კონსერვატორიაში. დამყარდა, ფაქტობრივად, კულტურის სამინისტროს სისტემაში საბჭოთა კავშირი,“ - ეს განცხადება კულტურის მენეჯერმა, დეა მეტრეველმა „რეაქციაში“ გააკეთა. 

დეა მეტრეველის თქმით, ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა კულტურის სფეროში და ყოველდღიურად ახალი საკითხი ჩნდება მოსაგვარებელი. მაგალითად, მეტრეველი დარწმუნებულია, რომ ხელოვნების მუზეუმს დემონტაჟს გაუკეთებენ.

არჩევნების გზით საარჩევნო ყუთთან ხელისუფლება უნდა შევცვალოთ, იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში გააუქმებს ხელისუფლება არჩევნებს ისევე, როგორც სულ რამდენიმე საათის წინ გააუქმეს რექტორის არჩევნები და აკადემიური საბჭოს მიერ მიღებული დადგენილება, რომლითაც უნდა ჩატარებულიყო კონსერვატორიის რექტორის არჩევა, წულუკიანმა გამოსცა გუშინ ბრძანება და გააუქმეს არჩევნები კონსერვატორიაში. დამყარდა, ფაქტობრივად, კულტურის სამინისტროს სისტემაში საბჭოთა კავშირი. ვიხილეთ კულტურის მინისტრი რამდენიმე დღის წინ, რომელიც ფსბ-ის მუშაკის ტონალობით ესაუბრებოდა მთელ საზოგადოებას, პროტესტანტ ახალგაზრდებს, უწმაწური და დამამცირებელი ლექსიკით მოიხსენიებდა. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ლექსიკით საუბრობს მთავრობის წევრი, კულტურის მინისტრიო, ვიცე-პრემიერი და წარმართავს ქვეყანაში სერიოზულ პროცესებს, ძალიან საგანგაშოა. იმდენი პრობლემა იჩენს ყოველდღიურად, რომ კულტურის სფეროში გამოვლენილი პრობლემები იჩქმალება.

დიახაც, რუსული მთავრობა გვყავს. რუსული საქმეა ის, რომ კულტურული მემკვიდრეობა ნადგურდება. რუსული ხელისუფლება ქართული კულტურული მემკვიდრეობის კერებს ანადგურებდა, რა განსხვავებაა რუსულ ხელისუფლებასა და "ოცნების" ხელისუფლებას შორის, გელათი და სხვა ტაძრები გავიხსენოთ,“ - ამბობს დეა მეტრეველი.

მსგავსი სიახლეები