ხვალ, 11:00 საათიდან კონსერვატორიასთან, ყველა, ვისაც კონსერვატორიის და ქვეყნის დამოუკიდებლობა ადარდებს - პიანისტი გიორგი გიგაშვილი
კონსერვატორიაში არჩევნები გაუქმება - კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებას ხელოვანები აქციით უპასუხებენ. პიანისტი გიორგი გიგაშვილი სოციალურ ქსელში მოსახლეობას მიმართავს და კონსერვატორიასთან 11 საათისთვის მისვლისკენ მოუწოდებს.
ხვალ, 11:00-დან კონსერვატორიასთან. (გრიბოედოვის 8-10)
ყველას, ვისაც კონსერვატორიის, საკუთარი და ქვეყნის დამოუკიდებლობა ადარდებს, წუხს და გაბრაზებულია.
დაარქვით გინდა აქცია, გინდა ნაცები გვეძახეთ და გინდა გაყიდულები. არაფერი არ მაინტერესებს.
და ყველას გეხებათ ეს, ყველა მოდით.
ერთად ვიდგეთ.
გთხოვთ," - წერს გიორგი გიგაშვილი.
კულტურის მინისტრ წულუკიანის ბრძანებით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში არჩევნები გაუქმდა. ინფორმაციას კონსერვატორია სოციალურ ქსელში ავრცელებს. კონსერვატორიის გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ამავე ბრძანების დაუყოვნებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა.