სავალუტო ფონდის პროგრამა "დროებით" შეჩერებულია - ინფორმაციას ნათია თურნავა ევროკავშირის ელჩთან შეხვედრისას ადასტურებს

26.09.23 22:44
სავალუტო ფონდის პროგრამა "დროებით" შეჩერებულია - ინფორმაციას ნათია თურნავა ევროკავშირის ელჩთან შეხვედრისას ადასტურებს

ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა "დროებით შეჩერებულია". სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ამის შესახებ ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის დროს ისაუბრა.

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი მუდმივ კომუნიკაციაშია კომერციულ ბანკებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დროებით შეჩერებული პროგრამის  განახლების აუცილებლობას,”- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

სავალუტო ფონდის პროგრამის მეორე მიმოხილვის შეჩერება პარლამენტის მიერ ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შესულ ცვლილებებს უკავშირდებოდა. IMF-თან არსებული პროგრამის ფარგლებში საქართველოს მთავრობას აღებული ჰქონდა ვალდებულება, რომ მათ შორის ფინანსური სისტემის რეგულირებასთან დაკავშირებით ფონდთან შეუთანხმებელი გადაწყვეტილებების მიღება არ მოხდებოდა, თუმცა სებ-ში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოყვანა სწორედ ასეთი ნაბიჯი იყო. 

მსგავსი სიახლეები