თქვენ ხართ მატყუარა პოლიტიკური ძალა! - ხმაური გმირთა მემორიალთან
ხმაური იყო ცოტა ხნის წინ გმირთა მემორიალთან, სადაც სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" ლიდერები დილიდან მიდიან. მაშინ, როცა უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე მედიასთან კომენტარს აკეთებდა, მასთან "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ადა მარშანია მივიდა.
მისი თქმით, ხელისუფლება დეოკუპაციისთვის არაფერს აკეთებს.
თქვენი ყოფნა პარლამენტში არის სირცხვილი! თქვენ ხართ მატყუარა პოლიტიკური ძალა! ხალხი მოატყუეთ და გააბითურეთ -უთხრა აფხაზეთიდან დევნილმა ყოფილმა პარლამენტარმა "ხალხის ძალის" ლიდერს.