პრემიერმა ჭირისუფალს არც კი მოუსმინა - ღარიბაშვილმა გმირთა მემორიალი უკომენტაროდ დატოვა

27.09.23 11:13
პრემიერმა ჭირისუფალს არც კი მოუსმინა - ღარიბაშვილმა გმირთა მემორიალი უკომენტაროდ დატოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გმირთა მემორიალთან გამოჩნდა, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილმა დევნილებს, შვილმკვდარ დედებს არ მოუსმინა და ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა. 

მთავრობის მეთაურთან კითხვის დასმა უნდოდა, პარლამენტის ყოფილ წევრს, ადა მარშანიას თუმცა ის პრემიერთან ახლოს არ მიუშვეს. 

ღარიბაშვილის იგნორს, შვილმკვდარი დედების პროტესტი მოჰყვა. 

მედიას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ღარიბაშვილი მედიასთან გაჩერდებოდა, თუმცა საქართველოს პრემიერმა ტერიტორია პოლიციისა და პირადი დაცვის თანმხლებით დატოვა.  

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, დედაქალაქის მერ კახა კალაძესთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მსგავსი სიახლეები