30 წელი სოხუმის დაცემიდან - "ოცნება" რუსეთის ხსენებას ვერც დღეს ბედავს
გმირთა მემორიალთან მისულმა "ოცნების" დეპუტატებმა რუსეთის ხსენება ვერც დღეს გაბედეს. პარლამენტისა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ მხოლოდ ის მოახერხა, რომ ისევ წინა ხელისუფლებაზე ისაუბრა და მიხეილ სააკაშვილი გააკრიტიკა. ვოლსკი ამტკიცებს, რომ სამშვიდობო პროცესი სწორედ მესამე პრეზიდენტმა მოანგრია.
ძალიან ცოტაა იმისთვის, რათა შვება ნახონ ადამიანებმა, რომლებიც იქიდან არიან, იძულებით გადაადგილებულები. რასაკვირველია, საერთაშორისო ბერკეტები არსებობს. სამწუხაროდ, აღარ არის ისეთი ეფექტური, როგორიც იყო, სანამ სააკაშვილმა არ მოანგრია სამშვიდობო პროცესი. დეოკუპაციის ორი გზა არსებობს: ერთი, ავტომატი უნდა აიღონ თქვენებმა, გაქცეული რომ არის, ბრძოლის ველზე რომ დატოვა ცხედრები ვაჟკაცების თქვენმა დამფუძნებელმა და მიატოვა აგვისტოს მზის ქვეშ, იმის მაგივრად, უნდა ავტომატი აიღონ და იბრძოლონ, მაგრამ 2008-ში ვერაფრით გამოიჩინეთ თავი გარდა იმისა, რომ ბრძოლის ველზე მიატოვეთ ცხედრები.საკითხი არსებობს გარკვეული პროცესი, რომელიც ჩაშალა იმ პერიოდში საგზაო რუკა, რომელიც არსებობდა საკმაოდ ეფექტური, ჩაიშალა. აქედან გამომდინარე, ის დიდი პოლიტიკური პროცესები, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიოში, ბოლოს და ბოლოს მიგვიყვან საბოლოო შედეგამდე და ეს იქნება წარმატებული. დროსთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ტერიტორიულ მთლიანობას ძალიან ბევრი მოესწრება კიდევ, ვინც აქ არის, მათ შორის, ხანშიშესული, - ამბობს ვოლსკი.
სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა. ქალაქი, რომელსაც ქართველი მებრძოლები ერთი წელი იცავდნენ, ზუსტად ამ დღეს 1993 წლის 27 სექტემბერს დაეცა. გმირთა მემორიალთან დილიდან პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები მიდიან.