ნიუ-იორკის მოსამართლემ თაღლითობაში დონალდ ტრამპის პასუხისმგებლობა სცნო

27.09.23 11:19
ნიუ-იორკის მოსამართლემ თაღლითობაში დონალდ ტრამპის პასუხისმგებლობა სცნო

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და მისმა ოჯახურმა ბიზნესმა თაღლითურად გაზარდა ტრამპის ქონებისა და სხვა აქტივების ღირებულება - ეს ფაქტი ნიუ-იორკის მოსამართლემ დაადგინა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ნიუ-იორკის შტატის მოსამართლის, არტურ ენგორონის ეს მკაცრი გადაწყვეტილება შტატის გენერალურ პროკურორს გაუადვილებს ზიანის ანაზღაურების დადგენას, რომელიც 2 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

არტურ ენგორონმა აღწერა, თუ როგორ შეადგინეს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, მისმა ვაჟებმა, ტრამპის ორგანიზაციამ შეფასებები და როგორ გაზარდეს ტრამპის წმინდა მოგება თავიანთი ბიზნეს საჭიროებებისთვის. დონალდ ტრამპის და სხვა ბრალდებულების მტკიცებით, მათ თაღლითობა არასოდეს ჩაუდენიათ. ისინი მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.

დღევანდელი აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება სრულიად მოწყვეტილია ფაქტებიდან. პრეზიდენტი ტრამპი და მისი ოჯახი ყველა არსებულ სააპელაციო საშუალებას გამოიყენებენ, რათა გამოასწორონ მართლმსაჯულების შეცდომა", - ამბობს ტრამპის ადვოკატი, კრისტოფერ კეისი.

დონალდ ტრამპის თქმით, მის მიმართ ბრალდებები თაღლითობის შესახებ, სასაცილო და ცრუა.

ეს არის დემოკრატების პოლიტიკური კანონი და კუდიანებზე ნადირობა ისეთ დონეზე, რომელიც აქამდე არ უნახავთ“, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

გავრცელებული ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლო, სავარაუდოდ, ამ კვირაში მიიღებს გადაწყვეტილებას სასამართლო პროცესის გადადების მოთხოვნის შესახებ.

მსგავსი სიახლეები