"კი ხარ ავი, მაგრამ მაინც გაკოცებ" - როგორ ცდილობს პრემიერის დაცვას კობალაძე (ვიდეო)

27.09.23 11:31
"კი ხარ ავი, მაგრამ მაინც გაკოცებ" - როგორ ცდილობს პრემიერის დაცვას კობალაძე (ვიდეო)

 

 

ხმაური გმირთა მემორიალთან - ადგილზე დევნილების პროტესტის პრემიერის იგნორმა გამოიწვია, რომელმაც ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა. აფხაზეთიდან დევნილები ქვეყნის მეთაურთან გასაუბრებას და თანადგომას ითხოვდნენ, თუმცა ვერ მიიღეს. მათი თქმით, ღარიბაშვილს მათთან შეხვედრის შეეშინდა. 

მოგვესალმოს! ეშინია, რას მოვა?! მოდიან დადგებიან იქ, ნახავენ საკუთარი "ვენოკი"დევს თუ არა ადგილზე, შემობრუნდებიან და მიდიან! მე ვერ დავინახე მაგათი თანადგომა როგორც დევნილმა და გმირი ადამიანის პატრონმა! არ გველაპარაკებიან საერთოდ!, - თქვა დევნილმა. 

პრემიერის და "ოცნების" ლიდერების დაცვა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძემ სცადა.

რატომ ყვირით?! არავის არ ეშინია არავის! კი ხარ ავი, მაგრამ მაინც გაკოცებ , - უთხრა კობალაძემ დევნილ ქალბატონს.

მსგავსი სიახლეები