ვერაფრით გამოიჩინეთ თავი, იმის გარდა, რომ ბრძოლის ველზე მიატოვეთ ცხედრები - ვოლსკი ისევ წინა ხელისუფლებას აკრიტიკებს
"ქართული ოცნების" ლიდერმა, გია ვოლსკიმ სოხუმის დაცემის დღე წინა ხელისუფლების კრიტიკისთვის გამოიყენა. მმართველი პოლიტიკური პარტიის ლიდერმა, ყოფილი ხელისუფლება "ცხედრების ბრძოლის ველზე დატოვებაში" დაადანაშაულა:
დეოკუპაციის ორი გზა არსებობს: ერთი, ავტომატი უნდა აიღონ თქვენებმა, გაქცეული რომ არის, ბრძოლის ველზე რომ დატოვა ცხედრები ვაჟკაცების თქვენმა დამფუძნებელმა და მიატოვა აგვისტოს მზის ქვეშ, იმის მაგივრად, უნდა ავტომატი აიღონ და იბრძოლონ, მაგრამ 2008-ში ვერაფრით გამოიჩინეთ თავი გარდა იმისა, რომ ბრძოლის ველზე მიატოვეთ ცხედრები, - ამბობს ვოლსკი.