გმირებს იმისთვის არ უომიათ, რომ რუსეთში შევიდეს საქართველო - გენერალი მამუკა ყურაშვილი

27.09.23 11:37
გმირებს  იმისთვის არ უომიათ, რომ რუსეთში შევიდეს საქართველო - გენერალი მამუკა ყურაშვილი

აფხაზეთში დაღუპული გმირები კიდევ ერთი გამოწვევაა, რომ საქართველოს რუსეთში ვერავინ შეიყვანს, - ამის შესახებ გენერალი მამუკა ყურაშვილი საუბრობს, რომელიც ცოტა ხნის წინ გმირთა მემორიალთან მივიდა. მისი თქმით, ქართველებს იმიტომ არ უომიათ, რომ ქვეყანა ისევ რუსეთის შემადგენლობაში შევიდეს. 

ეს ადამიანები და ეს გმირები, რომლებიც აფხაზეთში დაიღუპნენ, კიდევ ერთი გამოწვევაა იმის, რომ რუსეთში საქართველოს ვერავინ შეიყვანს. ამ ადამიანებს იმისთვის არ უომიათ, რომ რუსეთში შევიდეს საქართველო, - თქვა ყურაშვილმა. 

სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა. ქალაქი, რომელსაც ქართველი მებრძოლები ერთი წელი იცავდნენ, ზუსტად ამ დღეს 1993 წლის 27 სექტემბერს დაეცა. გმირთა მემორიალთან დილიდან პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები მიდიან.  

მსგავსი სიახლეები