ენმ-ს ეროვნული ბანკის სისტემის ჩამონგრევა სურდა - ვოლსკი

27.09.23 12:31
ენმ-ს ეროვნული ბანკის სისტემის ჩამონგრევა სურდა - ვოლსკი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი ამტკიცებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიზანს ეროვნული ბანკის სისტემის ჩამონგრევა წარმოადგენდა. საუბარია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის შეჩერებაზე.  ვოლსკი ირწმუნება, რომ ოპონენტებს ქვეყანაში პანიკური სიტუაციის შენარჩუნება სურთ. 

საფინანსო სექტორზე, კონკრეტულად ეროვნულ ბანკზე შეტევა იყო აბსოლუტურად თვალხილული, თვალსაჩინო და ზუსტად ვიცოდით, რომ ეროვნული ბანკის სისტემის ჩამონგრევა იყო მთავარი ამოცანა, რომელსაც ისახავდა მიზნად კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ამას ვერ მიაღწიეს, ახლა ამოქექეს ძველი თემა, რომელიც არ არის დაკავშირებული ბოლო პროცესებთან. რა საკვირველია, არ არის სასიამოვნო, როდესაც ეს თანამშრომლობა არ ვითარდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა საქართველოში, გარკვეულ პერიოდში ეს თანამშრომლობა აღდგენილ იქნება, მაგრამ ზოგადად, რადიკალური ოპოზიციის ამოცანა ეს არ არის. ისინი ფიქრობენ, რომ საჭიროა ამ პანიკური სიტუაციის შენარჩუნება, რათა იქნებ უფრო მტკივნეული დარტყმა მიაყენონ ინფლაციის პროცესს, ვალუტის კურსს, ეს არის ამოცანა. საერთოდ, უნდა ერთიანდებოდეს ოპოზიციაც, უმრავლესობაც, როდესაც ქვეყანას რაიმე ემუქრება. არცერთი მოვლენა, არც დღევანდელი დღე, 27 სექტემბერი, არაფერი, არ გამოდგა იმის სიმბოლოდ, რომ გაერთიანებულიყო მთელი საზოგადოება საქართველოს ინტერესებისთვის“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა "დროებით შეჩერებულია". სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ამის შესახებ ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის დროს ისაუბრა. 

მსგავსი სიახლეები