ხმაური ოზურგეთის საკრებულოში - თავმჯდომარე აღიარებს, რომ სკოლაში არსებულ პრობლემებზე ხელისუფლებას ინფორმაცია ჰქონდა
ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია აღირებს, რომ ქვემო ნატანების სკოლაში არსებულ პრობლემებზე ხელისუფლებას 4 თვეა ინფორმაცია ჰქონდა და სასწავლო პროცესი მაინც დაუშვა.
დარჩიას ამ სკანდალურ განცხადებას სხდომაზე ხმაური მოჰყვა.
ოზურგეთის საკრებულოში სხდომა დილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიციას კითხვები აქვს, რა გააკეთა ხელისუფლებამ სტიქიის შემდეგ.
ოპოზიციის თქმით, შესაბამის უწყებებს სტიქიის შედეგები არც კი აქვთ იდენტიფიცირებული.
ნაციონალური მოძრაობის წევრი, ნათია ნიკოლაიშვილი დაინტერესდა, რატომ არ იყოს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებში გურიაში მომხდარი სტიქია.
ამის შემდეგ ენმ-ს "ომის პარტიის" წარმომადგენელი უწოდა.
სხდომაზე სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ შესვენების გამოცხადება გახდა საჭირო.
რაც შეეხება ქვემო ნატანების სკოლას, იქ ჭერი 2 დღის წინ ჩამოვარდა. შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.