აქცია კონსერვატორიასთან - ხელოვანებს გია ყანჩელის ცოლიც შეუერთდა

27.09.23 12:36
აქცია კონსერვატორიასთან - ხელოვანებს გია ყანჩელის ცოლიც შეუერთდა

კონსერვატორიასთან მიმდინარე აქციაზე, სადაც ხელოვნების აქცია მიმდინარეობს,  გია ყანჩელის მეუღლემ, ვალენტინა ჯიქია შეუერთდა. 

"პირველი იქნებოდა გია აქ"- თქვა მან. 

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის შენობასთან ხელოვანებმა აქციის გამართვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც  კულტურის მინისტრმა რექტორის არჩევნები გააუქმა.

რექტორის არჩევნები 10 ოქტომბერს იყო დანიშნული, რექტორს კონსერვატორიის საბჭო ირჩევდა.

გუშინ კი პირადად თეა წულუკიანის ბრძანების საფუძველზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რექტორის არჩევნები პროცედურები შეწყდა. სამინისტრო ამტკიცებს, რომ საარჩევნო პროცესი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ხარვეზით მიმდინარეობდა.

წულუკიანის ბრძანებას წინ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს გაჟღერებული მუქარა უძღოდა წინ, რომლის თანახმადაც კონსერვატორიაში რეფორმაა ჩასატარებელი და რომ ხელმძღვანელობა "ვერ ასრულებს ფუნქციას" . 

მსგავსი სიახლეები