თუ რამე მამოძრავებს საოკუპაციო ხაზის ერთხელ და სამუდამოდ მორღვევის დაუოკებელი სურვილია - ხაბეიშვილი

27.09.23 12:46
თუ რამე მამოძრავებს საოკუპაციო ხაზის ერთხელ და სამუდამოდ მორღვევის დაუოკებელი სურვილია - ხაბეიშვილი

თუ რამე მამოძრავებს და ენერგიას მაძლევს, საოკუპაციო ხაზის, ერთხელ და სამუდამოდ მორღვევის დაუოკებელი სურვილია, - სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ენმ-ს თავმჯდომარე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ლევან ხაბეიშვილი წერს, რომ მის მთავარ მოტივაციას სოხუმის ევროპის ულამაზეს ქალაქად გადაქცევა და  დევნილების სახლებში დაბრუნება წარმოადგენს.

ოპოზიციონერი ლიდერი კიდევ ერთხელ აღნიშნავს,რომ აფხაზეთის საქართველოა!

ჩემი მთავარი მიზანი სოხუმში დაბრუნებაა! თუ რამე მამოძრავებს, მაძლევს ძალასა და ენერგიას, არის ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და საოკუპაციო ხაზის, ერთხელ და სამუდამოდ მორღვევის დაუოკებელი სურვილი. ამაზე დიდი სურვილი, არასდროს არაფერი მქონია და არც მექნება! ხსოვნა იყოს ყველა ქართველი გმირის, ვინც თავი გაწირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის.

ჩემი ცხოვრების მთავარი მოტივაციაც სოხუმში უდიდესი აეროპორტის მშენებლობასთან, იძულებით გადაადგილებული ასობით ათასი ოჯახის სახლში დაბრუნებასა და სოხუმის ევროპის ულამაზეს ქალაქად გადაქცევასთანაა დაკავშირებული.

ქედს ვიხრი გმირულად დაცემული თითოეული პატრიოტის წინაშე, რომლებმაც თავი საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას შესწირეს. „საფლავიდან გაისმის დაღუპულთა ძახილი, აფხაზეთი საქართველო არის“. ღმერთმა დალოცოს საქართველო!“ - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები