პრეზიდენტის ევროპული ტურნე გრძელდება - სალომე ზურაბიშვილი გიტანას ნაუსედას შეხვდა
პრეზიდენტი ევროპულ ტურნეს აგრძელებს - სალომე ზურაბიშვილი ვილნიუსში ლიეტუვის პრეზიდენტს გიტანას ნაუსედას შეხვდა.
შეხვედრის ამსახველ ფოტოებს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილი ბალტიისპირეთში თავის ევროპული ტურნეს ფარგლებში იმყოფება, რომლის მთავარი მიზანიც, საქართველოს ევროპული კურსის მხარდაჭერაა.
პრეზიდენტი უკვე შეხვდა პრეზიდენტებს ედგარს რინკევჩისა და ალარ კარისს.