"შავოსანი დედებისკენ არც კი გამოუხედავს" - შვილმკვდარი დედები პრემიერის გაქცევით შეურაცხყოფილები არიან
პრემიერის გაქცევით შვილმკვდარი დედები და გმირების ოჯახის წევრები შეურაცხყოფილები არიან. ადამიანებს, ვინც მთავრობის მეთაურთან შეხვედრას წლიდან წლამდე უშედეგოდ ელოდებიან, ღარიბაშვილის გადაწყვეტილების ახსნა უჭირთ და ამბობენ, რომ მათ პრობლემებით ხელისუფლება არ ინტერესდება, პრემიერს კი მათთან შეხვედრის ეშინია და პრობლემების მოსმენა არ უნდა.
ერთ-ერთი დევნილის თქმით, პრემიერისგან მისალმებას, მისამძიმრებას ელოდნენ, მაგრამ ღარიბაშვილს მათკენ არც კი გაუხედია.
წინა წელს 50 ვიდექით , მერე 40, 30 და წელს 10 ქალი ვდგავართ, 10 კაკალი, შავოსანი დედები. მოდი ახლოს, რატომ დგახარ 15 მეტრის იქით. მოდი ახლოს, მოგვესალმე, მოგვისამძიმრე, სიტყვა გვითხარით საიმედო რამე მაინც, რომ ასე არ გვტკიოდეს გული და ასე უპატრონოდ არ ვგრძნობდეთ თავს. იმას გვაყვედრიან დღემდე 1000 ლარი დაგინიშნეთო. რა იყო მათი, მოსვლა ან წასვლა, ვერ გავიგეთ ჩვენ დედებმა. მოდიან საკუთარ ვენოკებს გადახედავენ ჩაიბუტბუტებენ და მიდიან, აქეთ არც გამოუხედია ჩვენკენ, ეს მაგიჟებს მე, როგორ შეიძლება ასეთი ორგული იყო ადამიანი", - ამბობს ერთ-ერთი დევნილი.