პრემიერის იმ ხალხის არ ესმის, ვისი ფულითაც ჩარტერს ქირაობს - დეკანოიძე
ოპოზიციონერი დეპუტატს ხატია დეკანოიძეს დევნილების მიმართ პრემიერის იგნორი არ უკვირს. ოპოზიციის წევრს არც იმ მოქალაქეების უკვირს, ვისშიც ღარიბაშვილის ქმედებები უკმაყოფილებას იწვევს, რადგან მისი თქმით, პრემიერი "პარალელურ გალაქტიკაში" ცხოვრობს.
მე არ მიკვირს პრემიერ-მინისტრის. იმიტომ, რომ არ დაელაპარაკოს საქართველოს მოქალაქეებს, ქირაობს ბიუჯეტის ხარჯით ჩარტერს და მიფრინავს იმიტომ, რომ ურთიერთობა არ ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეებთან. შეკითხვები, რომელსაც ვერ უპასუხებენ და ეფემერულ რაღაც პარალელური გალაქტიკიდან ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობს პრემიერ-მინისტრი, ეს, რა თქმა უნდა, ადამიანების უკმაყოფილებას იწვევს, - ამბობს დეკანოიძე.
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გმირთა მემორიალთან მისულმა პრემიერმა დღეს დევნილებს არ მოუსმინა და ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა. ღარიბაშვილის იგნორმა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებში უკმაყოფილება გამოიწვია.