ხელისუფლება ილუზორულ სამყაროში ცხოვრობს და გაჭირვებულ ხალხს გაურბის - ეკა ბესელია

27.09.23 13:31
ხელისუფლება ილუზორულ სამყაროში ცხოვრობს და გაჭირვებულ ხალხს გაურბის - ეკა ბესელია

პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერი ეკა ბესელია ამბობს, რომ ხელისუფლებამ ქვეყანაში ილუზორული სამყარო შექმნა, სადაც თითქოს ყველაფერი კარგადაა, თუმცა არსებობს მეორე, რეალური მოცემულობა. "ოცნებიდან" დემარშით წასული ბესელია ფიქრობს, რომ იმედგაცრუებული მოქალაქეები ხელისუფლების ცვლილებას აუცილებლად მოახერხებენ. 

ორ სამყაროს გვიქმნის დღეს მმართველი პარტია. ერთი არის ის რეალური ვითარება, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი ითხოვს დახმარებას, უჭირს და მას სჭირდება ელაპარაკოს საკუთარ ხელისუფალს. მეორე, ეს არის შექმნილი ილუზორული სამყარო, როგორსაც, მაგალითად, სახელისუფლებო არხები პროპაგანდირებენ, სადაც ჩანს, რომ ყველაფერი რა ბედნიერია. მეორე რეალობა, რომელსაც გაურბის ხელისუფლება და იქ, სადაც უამრავი მოქალაქე იმედგაცრუებულია, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ის ხალხია, რომელმაც უნდა გადადგას ნაბიჯი და მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ამოიწურა რესურსი და საჭიროა სახელისუფლებო ცვლილებები, - ამბობს ბესელია. 
 

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გმირთა მემორიალთან მისულმა პრემიერმა დღეს დევნილებს არ მოუსმინა და ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა. ღარიბაშვილის იგნორმა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებში უკმაყოფილება გამოიწვია.  

მსგავსი სიახლეები