ხელისუფლება ყველა თავის გამონათქვამს უყურებს რუსეთისთვის მოსაწონობის პრიზმაში - ბადრი ჯაფარიძე

27.09.23 13:52
ხელისუფლება ყველა თავის გამონათქვამს უყურებს რუსეთისთვის მოსაწონობის პრიზმაში - ბადრი ჯაფარიძე

ხელისუფლება ყველა თავის გამონათქვამს უყურებს რუსეთისთვის მოსაწონობის პრიზმაში - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ გმირთა მემორიალთან განაცხადა, სადაც აფხაზეთში ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო.

ოპოზიციონერის თქმით, რომ არა რუსეთის ფედერაცია, აფხაზეთში კონფლიქტი არ მოხდებოდა. 

ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ოკუპანტი ქვეყანა ახლა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სრულ ანექსიას ახორციელებს. 

ცხადია, რომ ეს კონფლიქტი იყო რუსეთის მიერ ინსპირირებული, ინსპირირებული იმის გამო, რომ საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და მათ მიერ იქნა როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში ხელოვნურად შექმნილი დაპირისპირება.

ეს შემდგომ მათ დაასრულეს ფაქტობრივი ოკუპაციით და ახლა არის მცდელობა, რომ მოხდეს ჩვენი ქვეყნის 20%-ის ანექსია. ეს ყოველდღიურად, თანმიმდევრულად ხორციელდება რუსეთის ფედერაციის მიერ.

შესაბამისად, ცხადია, რომ კონფლიქტი აფხაზეთში არასდროს იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო რუსეთის ფედერაციის განზრახვა, რომ ამით ხელი შეეშალა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე. 

მსგავსი სიახლეები