ეროვნულ ბანკში განვითარებული პროცესები ქვეყნის ეკონომიკას დაარტყამს - ხაბეიშვილი
ენმ-ს თავმჯდომარე საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის შეჩერებაში საფრთხეებს ხედავს. ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ამ ფაქტის გამო პარტნიორებმა შესაძლოა, ეროვნულ ბანკთან აღარ ითანამშრომლონ, რაც ქვეყნის ეკონომიკას დააზიანებს, რაც პირველ რიგში, მოქალაქეების ჯიბეზე აისახება.
კონკრეტული პარტნიორები ამბობენ უარს ითანამშრომლონ ეროვნულ ბანკთან, რაც დამატებით მილიონობით დოლარის ზიანია ჩვენი ქვეყნის მოქალაქისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ უფრო დაარტყამს ეკონომიკას. ისევ დაარტყამს ადამიანების და მოქალაქეების ჯიბეს და ეს კეთდება მხოლოდ ერთი ადამიანისთვის - ეს არის რუსეთის ფსბ-ს აგენტი ფარცხალაძე და ცხადია, ამ გადაწყვეტილებას იღებს პუტინის კარის ოლიგარქი ამ ქვეყანაში და ეს არის ბიძინა ივანიშვილი, - ამბობს ხაბეიშვილი.
ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა "დროებით შეჩერებულია". სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ამის შესახებ ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის დროს ისაუბრა.