საქართველოს კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის გაფართოების ანგარიშები, სავარაუდოდ, 31 ოქტომბერს გამოქვეყნდება
ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დასკვნასა და 12 რეკომენდაციის შესრულების ანგარიშს 31 ოქტომბერს გამოაქვეყნებს - ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი, რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.
ბოლო შეფასებით, ევროკომისიის გაფართოების ანგარიშები 31 ოქტომბერს გამოქვეყნდება", - წერს იოზვიაკი სოციალურ ქსელში.