პირადი ამბიციებისა და წყენების გამო, მთავარი მიზნისგან გადახვევა არ შეიძლება - ხაბეიშვილი მელიაზე

27.09.23 14:49
პირადი ამბიციებისა და წყენების გამო, მთავარი მიზნისგან გადახვევა არ შეიძლება - ხაბეიშვილი მელიაზე

პირადი ამბიციებისა და წყენების გამო, მთავარი მიზნისგან გადახვევა არ შეიძლება - 
ასე პასუხობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ნიკა მელიას.

ხაბეიშვილის თქმით, აბსოლუტურად ყველასთან საუბრობს იმისთვის, რომ მაქსიმალური ერთობა იყოს.

ეს მისი პერსონალური გადაწყვეტილებაა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მნიშვნელოვანია, ყველამ გააცნობიეროს, რომ პირადი ამბიციებისა და წყენების გამო, არ შეიძლება მთავარი მიზნისგან გადახვევა, რაც არის საქართველოს ევროპული მომავალი და რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლა. ამიტომ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენ აბსოლუტურად ყველასთან ვსაუბრობთ იმისთვის, რომ მაქსიმალური ერთობა უზრუნველვყოთ. თქვენ იცით, რომ ჩვენ გამარჯვების პლატფორმა გვაქვს და ცხადია, კარი ნებისმიერი ადამიანისთვის ღიაა, ვისაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა სურს". - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ნიკა მელიამ ენმ-ში დარჩენის საკითხზე ისაუბრა. მელიას თქმით, პარტიაში ბევრ საკითხთან მიმართებით ფუნდამენტური განსხვავებებია. მელიამ არ გამორიცხა, რომ ქართული ოცნების რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა სხვა პლატფორმიდან მოუწიოთ.

მსგავსი სიახლეები