ცოცხალი კედელი პრემიერსა და დევნილებს შორის - ღარიბაშვილის დაცვამ ლამის მინისტრი წააქცია (ვიდეო)
პრემიერის ალყაში მოსაქცევად დაცვამ ლამის შერიგების სახელმწიფო მინისტრი წააქცია. დღეს გმირთა მემორიალთან მისულ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას შვილმკვდარი დედები ითხოვდნენ, თუმცა დაცვამ ისინი ღარიბაშვილამდე არ მიუშვა და ცოცხალი კედელი აღმართა.
პირადმა მცველებმა დევნილების გასანეიტრალებლად პრემიერი ალყაში მოაქცია, ამ დროს კი ლამის შერიგების სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი წააქციეს.
ვიდეომასალაც პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს, თუმცა იქ დევნილების ხმები ამოჭრილია.