ხელისუფლებამ დღეს საკუთარი თავი კიდევ ერთხელ გააშიშვლა - კირკიტაძე

27.09.23 15:13
ხელისუფლებამ დღეს საკუთარი თავი კიდევ ერთხელ გააშიშვლა - კირკიტაძე

ხელისუფლებამ თავისი რეალური სახე აჩვენა, - ასე აფასებს ენმ-ს წევრი დავით კირკიტაძე პრემიერის ქმედებას, რომელიც გმირთა მემორიალთან შვილმკვდარ დედებს  არ გაესაუბრა და ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა. 

ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ ხელისუფლება რუსეთთან დაკავშირებით სიტყვას ვერ ძრავს და არც ქართველი ხალხის ბედი ანაღვლებს, რაც ღარიბაშვილის დღევანდელმა საქციელმაც ცხადყო. 

დღეს კიდევ ერთხელ ხელისუფლებამ გვაჩვენა მათი რეალური სახე. დღეს ისინი იდგნენ მემორიალთან შვილმკვდარი დედების თვალწინ, რომლებსაც შვილები დაუხოცეს რუსებმა, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინეს რუსებმა, ასი ათასობით ჩვენი თანამოქალაქე აქციეს დევნილებად და სიტყვას ვერ ძრავენ და არ ახსენებენ რუსეთს, ეს მართლა ყველანი რუსეთის ჯაშუშები და საუბრობენ ენმ-ზე. დღეს კიდევ ერთხელ გაიშიშვლეს საკუთარი თავი. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ესენი ემსახურებიან მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებს და საერთოდ არ ადარდებთ არც დევნილები, არც ჩვენი გმირები, არც აფხაზეთი, - ამბობს დავით კირკიტაძე.

მსგავსი სიახლეები