"არ არის საინტერესო" - უმრავლესობამ ფარცხალაძე უარყო

27.09.23 15:20
"არ არის საინტერესო" - უმრავლესობამ ფარცხალაძე უარყო

"ხალხის ძალის" დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ოთარ ფარცხალაძეს უარყოფს და ამბობს, რომ ჯაშუშობაში მხილებული ყოფილი გენერალური პროკურორი იმდენად მცირე ხნით იყო ქართულ პოლიტიკაში, რომ არც ცნობადობა აქვს და არც მისი ქმედება ღირს განხილვად.

ფარცხალაძე არ არის საინტერესო პიროვნება ქართული პოლიტიკისათვის. ის არც არასოდეს არ ყოფილა. მისი პროკურორობა იყო თვენახევრიანი. იმის მიუხედავად, რომ მე პოლიტიკაში 2012 წლიდან ვარ, მე ის ფიზიკურად არ მინახავს, არავითარი ურთიერთობა და ნაცნობობა მე მასთან არ მაქვს. ასე, რომ მისი მონაწილეობა ქართულ პოლიტიკაში არის იმდენად მცირეხნიანი, რომ მისი არც ცნობადობა არის შესაბამისი და არც განხილვად ღირს მისი ქმედება". - განაცხადა ხუნდაძემ.

ფარცხალაძის თემა დღესაც პოლიტიკური დღის წესრიგის სათავეშია. არსებობს კითხვა, სად გადამალა ფული ჯაშუშობაში მხილებულმა პირმა. 

მსგავსი სიახლეები