ძალოვან უწყებებს დაფინანსება ეზრდებათ - ხმაურიანი სხდომა პარლამენტში

27.09.23 15:38
ძალოვან უწყებებს დაფინანსება ეზრდებათ - ხმაურიანი სხდომა პარლამენტში

სუს-ის დაფინანსება კიდევ მილიონობით ლარით იზრდება. უწყება, რომელიც უკანონო თვალთვალით და მიყურადებით არის დაკავებული, ბიუჯეტიდან დამატებით 180 მილიონს მიიღებს. 

ორმაგდება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსებაც - გომელაურის  უწყების შენახვა საქართველოს მოქალაქეებს კიდევ 200 მილიონი ლარით მეტი დაუჯდებათ.

ძალოვანი უწყებებისთვის დაფინანსების გაზრდის საკითხს ახლა პარლამენტში განიხილავენ. ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს დეპუტატებს და საზოგადოებას ფინანსთა მინისტრი აცნობს. სხდომა ხმაურიანია. 

ოპოზიცია ინიციატივას არ ეთანხმება, დეპუტატებს აქვთ კითხვა, რატომ არიან პრივილეგირებულები ის ძალოვანი უწყებები, რომლებიც საკუთარ ფუნქციას ვერ ასრულებენ და ოლიგარქის სამსახურში არიან.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა დღეს დააყენა საკითხი, რომ ნამატი, რომელიც ბიუჯეტშია, 400 მლნ პენსიონერების სესხების განულებას მოხმარდეს. 

რადგან მეტი ფული შემოვიდა ბიუჯეტში, რაღაც გაუგებარ აბლაბუდაში კი არ განაწილდეს, აგერ არის უზარმაზარი, ყველაზე მძიმე მდგომარეობაშ მყოფი ჯგუფი საქართველოში - პენსიონერი, რომელიც ყოველ დღე ფიქრობს, წამალი ვიყი თუ პური ვიყიდო, ნახევარი ტაბლეტი ვიყიდო თუ ტაბლეტნახევარი ვიყიდო კონკრეტული წამალი, იმიტომ, რომ ფული არ მაქვს. „ლიბერთი ბანკი“ ცალკე ახრჩობს და ყოველ თვეში ეუბნება, რომ 80,90,100,120 ლარი მომეცი შენგან. ბევრი მუხლი მაქინაციურია და ჩამოგითვლით ასეთ მუხლებს სად არის მაქინაციები.ამას თუ გააკეთებთ, ჩვენი მხრიდან ექნება მხარდაჭერა და რას დათო ამბობს, ეს პარლამენტი ერთხელ მაინც მიიღებს გადაწყვეტილებას, - თქვა გიორგი ვაშაძემ. 

ოპოზიციონერი დეპუტატის ხატია დეკანოიძის თქმით, შსს-ში გარდა ბიუჯეტისა, პოლიციელების რიცხოვნობაც იზრდება, რაც მაქვს უჩენს ეჭვს, რომ ეს ადამიანები ხელისუფლებას პროტესტების ჩასახშობად სჭირდება. 

2016 წლიდან 2023 წლამდე შსს-ს ბიუჯეტი გაზრდილია 94%-ით. ეს არის 556 მლნ ლარი. შსს-ს რიცხოვნობა იზრდება 685 ერთეულით. მე მაქვს ეჭვი, რომ ეს 700 ერთეული პოლიციელი თქვენ გჭირდებათ სპეციალური დანიშნულების ერთეულობისთვის და განსაკუთრებით, მანიფესტაციების და პროტესტების მართის კუთხით. ადამიანების საცემრად სპეცრაზმელებს ქირაობთ დამატებით, - თქვა დღეს დეკანოიძემ.

ფინანსთა მინისტრი კი ამტკიცებს, რომ მილიონობით ლარი ძალოვან უწყებების ხელფასების მოწესრიგებას ხმარდება. გიორგი კაკაურიძე პირობას დებს, რომ ხელფასების ზრდა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. 

რატომ გაიზარდა 500 მლნ-ით შსს-ს დაფინანსება ბოლო 8 წლის განმავლობაში და ამ 500 მლნ-დან რამდენი წავიდა ხელფასებში, იმიტომ, რომ ხელფასების მოწესრიგება მოხდა და მომდევნო წლებშიც გაიზრდება, პირობას გაძლევთ, მომდევნო წლებში გაგრძელდება ხელფასების მოწესრიგება და ეს პროცესი იქნება მუდმივად, რაც შეეხება სუს-ის საქმიანობას, მე არ ვარ ის ადამიან, ვისაც უნდა ჰკითხოთ, - თქვა გიორგი კაკაურიძემ.  

მსგავსი სიახლეები