დარღვევები სასამართლო სისტემაში - პრეზენტაციას "ოცნება" და იუსტიციის საბჭოს წევრებიო არ დაესწრნენ

27.09.23 16:17
დარღვევები სასამართლო სისტემაში - პრეზენტაციას "ოცნება" და იუსტიციის საბჭოს წევრებიო არ დაესწრნენ

გაჭიანურებული პროცესები, კლანური მმართველობა და შერჩევითი სამართალი საქმეების განხილვის დროს - საგანგაშო კვლევას, რომლის პრეზენტაცია "სასამართლო გუშაგმა" გამართა, არც "ქართული ოცნების"
 დეპუტატები და არც იუსტიციის საბჭოს წევრები დასწრებიან. 

დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს სასამართლო უფრო სწრაფად განხილავენ, იმ საქმეებს კი სადაც ოცნების ინტერესები არ არის პროცესები ჭიანურდება. 

"ლელოს" ლიდერი ანა ნაცვლიშვილი საგანგაშოს უწოდებს ფაქტს, რომ მესამე სექტორის პრეზენტაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები არ დასწრებიან. 

ღონისძიებას სასამართლო ხელისუფლების მართველი რგოლი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან არავინ დასწრებია. 

აქ არ მოსულა ქართული ოცნების საპარლამენტო გუნდიდან არავინ, რომლებიც ამბობენ, რომ სასამართლოში ყველაფერი კარგად არის და ცვლილებები აღარ არის აუცილებელი. ამ ტიპის ანგარიშებს, რომ ესწრებოდნენ და რომ ისმენდნენ რეალურად რა ხდება, დღეს ქართულ სასამართლო სისტემაში, ცხადია, მათ მოუწევდათ მერე თავიანთი სიტყვების უკან წაღება", - ამბობს "ლელოს" წევრი, ანა ნაცვლიშვილი.

მსგავსი სიახლეები