საქართველოს სასამართლო არ არსებობს, რუსული ინტერესი დგას ამ მმართველობაში - ელენე ხოშტარია
"საქართველოს სასამართლო არ არსებობს, რუსული ინტერესი დგას ამ მმართველობაში" - ასე აფასებს "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია სასამართლო სისტემაში არსებულ მძიმე პროცესებს.
ხოშტარიას თქმით, საქართველოში საბჭოთა სასამართლო არსებობს, რომელიც სრულიად ბიძინა ივანიშვილის პარტიულ ინტერესებზეა დამოკიდებული.
საქართველოს სასამართლო არ არსებობს, ჩვენ გვაქვს საბჭოთა სასამართლო, რომელიც არის სრულიად დამოკიდებული ერთი ადამიანის ბიძინა ივანიშვილის პარტიულ ინტერესზე. ბოლო დროს კიდევ უფრო ნათელი გახდა, რომ არამხოლოდ პარტიული, არამედ რუსული ინტერესი დგას ამ მმართველობაში", - ამბობს "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია.
შეგახსენებთ, რომ "სასამართლო გუშაგმა" გამოაქვეყნა საგანგაშო კვლევა. სადაც ვკითხულობთ, რომ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს სასამართლო უფრო სწრაფად განხილავს, ხოლო იმ საქმეებს კი სადაც "ოცნების" ინტერესები არ არის პროცესები ჭიანურდება.