"კიევზე თავდასხმას გეგმავდნენ" - უკრაინაში რუსეთის აგენტები დააკავეს

27.09.23 16:06
"კიევზე თავდასხმას გეგმავდნენ" - უკრაინაში რუსეთის აგენტები დააკავეს

უკრაინის უშიშროების სამსახურმა (SBU) რუსეთის ორი აგენტი დააკავა.

დადგინდა, რომ დაკავებულები 21 სექტემბრის ღამეს კიევზე რუსეთის საჰაერო თავდასხმას აორგანიზებდნენ.

SBU იუწყება, რომ ორი ადგილობრივი, რომლებიც მუშაობდნენ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარ დირექტორატში (ცნობილი, როგორც GRU) მონაწილეობდნენ კიევის მიმართულებით რუსული რაკეტების "დამიზნებაში".

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსული GRU-ს წარმომადგენელმა დისტანციურად გადაბირებულ აგენტებს კიევის ტერიტორიაზე სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება დაავალა. 

"დადგინდა, რომ დაკავებულებმა რუსებს კოორდინატები გაუგზავნეს ქალაქზე თავდასხმისთვის. მტრის თავდასხმის მთავარი სამიზნე იყო დედაქალაქის სასიცოცხლო ობიექტები, მათ შორის, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

მსგავსი სიახლეები