იბეგრება თუ არა ფარცხალაძის ეკლესია? - ოპოზიცია ანგარიშების გასაჯაროებას ითხოვს

27.09.23 17:11
იბეგრება თუ არა ფარცხალაძის ეკლესია? - ოპოზიცია ანგარიშების გასაჯაროებას ითხოვს

ჯაშუშობაში ბრალდებული ფარცხალაძე, სავარაუდოდ, საკუთარ ეკლესიას გადასახადებისგან თავის ასარიდებლად იყენებდა - ოპოზიცია ანგარიშების გასაჯაროებას ითხოვს.

პოლიტიკოსები განმარტებას ნათია თურნავასგანაც ელოდებიან, მოასწრო თუ არა აგენტობაში მხილებულმა ყოფილმა პროკურორმა ფულის გატანა ანგარიშებიდან, თურნავა კი ამ კითხვას ვერ პასუხობს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი, თავს პერსონალური მონაცემების დაცვით იმართლებს.

"ლელოს" წევრი საბა ბუაძე ამბობს, რომ ეს ის თანხებია, რომელსაც ფარცხალაძე იყენებდა და იყენებს საქართველოს ევროპული მომავლისთვის ძირის გამოთხრაში.

ფარცხალაძის შესახებ ყველა ტიპის ინფორმაცია უნდა იქნას დაუყოვნებლივ გასაჯაროებული, მათ შორის საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რა თანხები ჰქონდა ამ ადამიანს და მოახერხა თუ არა ამ თანხების გამოტანა ანგარიშებიდან. ეს არის ის თანხები, რომელსაც ფარცხალაძე იყენებდა და იყენებს საქართველოს ევროპული მომავლისთვის ძირის გამოთხრაში, ამიტომ ყველა ინფორმაცია მასთან და მის ფინანსებთან დაკავშირებით უნდა იქნას დაუყოვნებლივ გასაჯაროებული". - ამბობს ბუაძე.

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე ამბობს, რომ თურნავა წავიდა ჩვენი პარტნიორების წინააღმდეგ, როდესაც სანქცირებულ ადამიანს საშუალება მისცა თავი დაეღწია სანქციებისთვის.

თურნავა პასუხისმგებელია იმ გადაწყვეტილებაზე, რაც მან მიიღო და ეს არის არაკანონიერი და ეს ეწინააღმდეგება ჩვენი პარტნიორის მიერ გამოცემულ სანქციებს.ეს ეხმარება სანქცირებულ ადამიანს თავი დააღწიოს სანქციებს. ეს არის თვალნათელი. ისარგებლა ამით ფარცხალაძემ თუ არა, ეს არის მეორეხარისხოვანი. ის წავიდა ჩვენი პარტნიორების წინააღმდეგ, როდესაც მიიღო გადაწყვეტილება და მისცა საშუალება სანქცირებულ ადამიანს, რომ თავი დაეღწია სანქციებისთვის. ვნახეთ, რომ მან ერთ დღეში 10-ზე მეტი ქონება გადაუფორმა შვილს, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული,რომ მან არ ისარგებლა საბანკო სისტემით". - განაცხადა კირკიტაძემ.

2011 წლის იანვრიდან საქართველოში ამოქმედდა ახალი საგადასახადო კოდექსი. აღნიშნული კანონი, ისევე, როგორც მანამდე მოქმედი, რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობას არ მიიჩნევს ეკონომიკურ საქმიანობად და შესაბამისად არ ბეგრავს რიგი გადასახადებით.

რელიგიურ საქმიანობად საგადასახადო კოდექსი მიიჩნევს არა ნებისმიერი პირის მიერ განხორციელებულ საქმიანობას, არამედ ისეთი პირების საქმიანობას, რომლებიც რეგისტრირებული არიან რელიგიურ ორგანიზაციად. 

ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიის ორგანიზაციულ–სამართლებრივი ფორმა არ ჯდება აღნიშნულ დეფინიციაში, რადგანაც ის წარმოადგენს არა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, არამედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.

მიუხედავად აღნიშნულისა, კონსტიტუციური შეთანხმებიდან გამომდინარე, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ რელიგიურ ორგანიზაციად უნდა განვიხილოთ.

მსგავსი სიახლეები