ომის დანაშაულის პირდაპირი მტკიცებულებები - გენოციდში მონაწილე რუსი სამხედროების სრული სია დღეს გასაჯაროვდება
ომის დანაშაულის პირდაპირ მტკიცებულებები "ევროპული საქართველოსგან" - პარტია დღეს ზუსტად 20:00 საათზე პარლამენტის წინ - ქართველების გენოციდში მონაწილე, იმ რუსი სამხედროების სრულ სიას გაასაჯაროებს, ვინც ჩვენი მოქალაქეების წამებაში მონაწილეობდა.
საუბარია რუს სამხედროებზე, რომლებიც დადასტურებულად აფხაზეთში ეთნიკური ქართველების სისტემურ და მიზანმიმართულ განადგურებაში მონაწილეობდნენ. მათ შორის არიან იური პიმენოვი და ანდრეი სერდიუკოვი. რუსი ჯარისკაცები, ვინც ამ ფაქტებს დოკუმენტურად ადასტურებს რუსული სისასტიკის დამდასტურებელ ყველა მტკიცებულებების გაცნობას მოქალაქეები რამდენიმე საათში შეძლებენ.
"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, კონკრეტული დამნაშავეები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ.
ჩვენ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს საკმარისი მონაცემი კონკრეტული ბრალდებებისთვის გენოციდში და სამხედრო დანაშაულებში. ერთ შემთხვევაში, პირდაპირ თვითმფრინავის ჩამოგდება, მათივე ამ ახალგაზრდებმა იპოვეს მისივე დაწერილი ანგარიში ამ დანაშაულზე. კონკრეტული დამნაშავეების დასჯა, როცა ამის შესაძლებლობა გვექნება, მაგრამ ამას მნიშვნელობა ახლავე სჭირდება. სჭირდება ჩვენი ქვეყნის შიგნით საერთაშორისო ასპარეზზე სწორი ადგილი მივუჩინოთ ამ ბოროტების იმპერიას რუსეთს, რომ არაფერ შუაში არ არის ის, რომ პროვოკაცია მოაწყვეს 90-იანებში, როცა შანსი მიეცათ დაგვამხეს თავზე ჩვენი სახელმწიფოებრიობა და გენოციდი ჩაგვიტარეს", - ამბობს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია.