სავალუტო ფონდსაც აქვს პრობლემები ამჟამინდელი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებზე - კრამონი

27.09.23 17:42
სავალუტო ფონდსაც აქვს პრობლემები ამჟამინდელი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებზე - კრამონი

არა მხოლოდ ევროკომისია და ევროპარლამენტი, არამედ IMF-იც უკმაყოფილოა მთავრობის გადაწყვეტილებებით - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში სავალუტო ფონდის პროგრამის შეჩერებას.

კრამონის თქმით, როგორც ჩანს, სავალუტო ფონდსაც აქვს პრობლემები ამჟამინდელი მთავრობის გადაწყვეტილებებზე.

"არა მხოლოდ ევროკომისია და ევროპარლამენტი არ არიან კმაყოფილი საქართველოს მთავრობის პროგრესით რეფორმებში,  როგორც ჩანს, სავალუტო ფონდსაც აქვს პრობლემები ამჟამინდელი მთავრობის ზოგიერთ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით", - წერს კრამონი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 17 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) საქართველოს ფინანსური მხარდაჭერის პროგრამის მიმოხილვა შეჩერდა. 

მსგავსი სიახლეები