რატომ გადაიყვანეს ერთი ავარიული სკოლიდან მეორეში მოსწავლეები?- ოზურგეთის მერია თავის მართლების რეჟიმშია

27.09.23 17:52
რატომ გადაიყვანეს ერთი ავარიული სკოლიდან მეორეში მოსწავლეები?- ოზურგეთის მერია თავის მართლების რეჟიმშია

რატომ გადაიყვანეს ერთი ავარიული სკოლიდან მეორეში მოსწავლეები?-ოზურგეთის მერიის მოადგილე თავის მართლების რეჟიმშია. გიორგი ღურჯუმელიძე ამტკიცებს, რომ ქვემო ნატანების ავარიული სკოლის შენობის ირგვლივ  მათ მყისიერი რეაგირება მოახდინეს - გამოცხადდა ტენდერი, რომელიც 9 ოქტომბერს დასრულდება.

მაღალჩინოსანმა დღეს ვერ უარყო ის ფაქტიც, რომ ქვემო ნატანების საჯარო სკოლა, სადაც ორი დღის წინ ბათქაში ჩამოვარდა, ავარიული იყო.

ქვემო ნატანების საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით მძიმე მდგომარეობა რომ იყო შეფასებულია ეს და დადასტურებულია, მყისიერად დაიწყო სათანადო პროცედურების განხორციელება, რაც გულისხმობს ექსპერტიზის შეფასებას საპროექტო დოკუმენტების მომზადებას. მიმდინარე პერიოდისათვის ტენდერია გამოცხადებული, რომელიც დასრულდება 9 ოქტომბერს უკვე სარეაბილიტაციო სამსახურებზე.-გიორგი ღურჯუმელიძე  ოზურგერთის მერიის მოააგილე.

პირველებმა "მყისიერი მოქმედებების" გადაღება შეძლო. სკოლაში, რომელიც ,როგორც ირკვევა, ავარიულია, მხოლოდ კოსმეტიკურ სამუშაოებს ატარებენ. შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ აღიარა, რომ ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ინფორმირებული იყო ხელისუფლება.

მსგავსი სიახლეები