ჩამოვარდნილი ჭერი სკოლაში - დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

ქვემო ნატანების სკოლაში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. სკოლის დამლაგებელს, რომელსაც ბეტონის ნანგრევები დაეცა, აქვს ტვინის შერყევა, მუცლის არეში დაზიანებები და დაჟეჟილობები აღენიშნება.
ქალი ამ დრომდე საავადმყოფოშია მოთავსებული.
თავის ძალიან ძლიერი ტკივილი აღენიშნება, ტვინი შერყევა აქვს, დაზიანებები აქვს მუცლის არეში, მუხლებზე, მხრების არეში დაჟეჟილობა აქვს, გადარჩა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ღმერთმა გადაარჩინა. ამ დრომდე საავადმყოფოშია"- აცხადებს "პირველებთან" დაშავებულის ოჯახის წევრი.
ქვემო ნატანების სკოლას, იქ ჭერი 2 დღის წინ ჩამოვარდა. შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. რაც შეეხება დაშავებულ მშობელს, ის კლინიკიდან იმავე დღეს გაწერეს.
ამასთან, დღეს გაირკვა, რომ ქვემო ნატანების სკოლაში არსებულ პრობლემებზე ხელისუფლებას ინფორმაცია 4 თვის განმავლობაში ჰქონდა და სასწავლო პროცესი მაინც დაუშვა.