ვინ ჩამოიყვანა სააკაშვილი, ამაზე ჭორაობას არ დავიწყებ, თუმცა ეს ივანიშვილისთვის იყო სასარგებლო - ბუჩუკური

27.09.23 18:52
ვინ ჩამოიყვანა სააკაშვილი, ამაზე ჭორაობას არ დავიწყებ, თუმცა ეს ივანიშვილისთვის იყო სასარგებლო - ბუჩუკური

რა გახდა ინსპირაცია , რომ ენმ-ს და "ოცნების" რაღაც ბმაზე ესაუბრა გიორგი გახარიას? - "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, დიანა ტრაპაიძის მიერ დასმულ კითხვას პარტია "საქართველოსთვის" წევრი ანა ბუჩუკური პასუხობს და ამბობს, რომ ფაქტებმა განაპირობა ყოფილი პრემიერის საუბარი.

ბუჩუკურის თქმით, სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამ დიდი ზიანი მიაყენა ოპოზიციას და განხორციელდა ბიძინა ივანიშვილისთვის სასარგებლო ქმედება.

ფაქტები ერთხელ დაემთხვა, ორჯერ დაემთხვა. არ შეიძლება მუდმივად, როდესაც განსაკუთრებით სჭირდებათ ერთმანეთი, "ერთმანეთის იმედებს ამართლებდნენ". აღარ მოვყვები სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამ რამხელა ზიანი მიაყენა ოპოზიციას, განსაკუთრებით ჩვენს გუნდს

ვინ ჩამოიყვანა და როგორ დალაგდა, ამასთან დაკავშირებით ჭორაობას არ დავიწყებ და კონსპირაციების თეორიებით არ დავკავდები. მაგრამ შედეგით ვმსჯელობ. დადგა თუ არა შედეგი, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ეს იყო სასარგებლო ქმედება. რა თქმა უნდა, ეს შედეგი დადგა. 

იმის მერე რა მოხდა არ ვიცი, მე ჭორაობას არ დავიწყებ. ფაქტია, რომ დააზიანა ოპოზიცია". - განაცხადა ბუჩუკურმა.

 

 

მსგავსი სიახლეები