გმირთა მემორიალიდან გაქცეული პრემიერი - ღარიბაშვილმა შვილმკვდარ დედებთან შეხვედრა ისევ ვერ გაბედა

27.09.23 20:12
გმირთა მემორიალიდან გაქცეული პრემიერი - ღარიბაშვილმა შვილმკვდარ დედებთან შეხვედრა ისევ ვერ გაბედა

 

გმირთა მემორიალიდან გაქცეული პრემიერ მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილმა შვილმკვდარ დედებთან შეხვედრა და საუბარი ისევ ვერ გაბედა. ადამიანებს, ვინც ამ ერთ დღეს წლიდან წლამდე  ელოდებიან რომ მთავრობის მეთაურს საკუთარი პრობლემები უთხრან, ღარიბაშვილმა არც კი შეხედა. გმირების დედებისგან პრემიერს პირადი  დაცვის ცოცხალი კედელი ისე  იცავდა, ისე რომ მის  ალყაში მოსაქცევად შერიგების სახელმწიფო მინისტრიც კი ლამის წააქციეს. დედები, რომლებიც  ღარიბაშვილთან საუბარს ითხოვდნენ, მთავრობამ ისე დააიგნორა, რომ მათი ხმა ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ მასალაშიც კი ჩაახშეს. 

სოხუმის დაცემის დღეს საქართველოს პირველმა პირმა სრული დუმილის რეჟიმი აირჩია. არცერთი სიტყვა ოკუპანტზე, არცერთი სიტყვა პუტინზე. ღარიბაშვილი გმირთა მემორიალთან ისე მივიდა და უკან ისე გაბრუნდა, რომ ვერც  მედიასთან დადგომა გაბედა. მან კარგად იცოდა, რომ  დღეს ჟურნალისტების კითხვების უმრავლესობა სწორედ რუსეთს უკავშირდებოდა, ამიტომ პრორუსული მთავრობის მეთაურმა უხერხულობა თავიდან  გაქცევით აირიდა. მმართველი პარტიიდან კი ვინც მედიასთან გამოჩნდა, რუსეთი როგორც ოკუპანტი სახელმწიფო ერთი სიტყვითაც კი არ უხსენებია.

დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები