მილიარდ 146 მილიონი შსს-ს, 180 მილიონი კი სუს-ს - რისთვის ემზადებიან ძალოვანი უწყებები

27.09.23 20:18
მილიარდ 146 მილიონი შსს-ს, 180 მილიონი კი სუს-ს - რისთვის ემზადებიან ძალოვანი უწყებები

 

მილიარდ 146 მილიონი შს სამინისტროს, 180 მილიონი კი სუსს. საქართველოს მოქალაქეების  ფულის ყველაზე დიდი ნაწილით ძალოვანი უწყებები მარაგდებიან. ქვეყნის ცენტრალურ ფინანსურ დოკუმენტში  ცვლილებები იგეგმება, რომლის მიხედვითაც წინასაარჩევნოდ ოლიგარქის მთავარი დასაყრდენი უწყებების ბიუჯეტი კოლოსალურ რაოდენობას აღწევს. 

ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ ახალ შტატებს და ახალ კადრებს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციების დასარბევად ამატებს.

სუს-ი ის უწყებაა, რომელმაც 11 წლის განმავლობაში ვერც ერთი რუსი ჯაშუში გამოავლინა. ამერიკის მიერ აგენტად გამოცხადებულ  ფარცხალაძეს  კი ხელს აფარებს.  ფაქტია, რომ  დიდი ფული პოლიტიკური ოპონენტების დევნის შედეგად მიღებული საჩუქარია. წინასაარჩევნოდ ემზადება გომელაურიც, რომელმაც სისტემაში მხოლოდ წელს დამატებით ასეულობით პოლიციელი დაასაქმა, დაფინანსება კი 2016 წლიდან მოყოლებული დღემდე 94 პროცენტით გაეზარდა.

დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები