ფარცხალაძის ეკლესიის სკანდალი - იხდის თუ არა ქონების გადასახადს ყოფილი პროკურორი?
ოთარ ფარცხალაძის ეკლესიის სკანდალი. იყენებს თუ არა რუსეთის აგენტობაში მხილებული ფარცხალაძე საკუთარ ეზოში აშენებულ ტაძარს სახელმწიფო გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით? ეს კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც გაირკვა, რომ ეკლესია ტაბახმელაში არა რომელიმე რელიგიური ორგანიზაციის , არამედ ფარცხალაძის ოჯახის საკუთრებაა. ეს ნიშნავს, რომ ის კერძო შენობაა, შესაბამისად მფლობელი ვალდებულია, სახელმწიფოს თანხა გადაუხადოს, მაგრამ ფარცხალაძე ქონების გადასახადს სავარაუდოდ არ იხდის
რატომ? კითხვაზე პასუხი არ აქვს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს. დუმს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც, რომელიც ფარცხალაძისთვის მაშველი რგოლი აღმოჩნდა. ნათია თურნავა არ ამბობს, მოასწრო თუ არა დასანქცირებულმა ფარცხალაძემ ქართული ანგარიშებიდან ფულის გადატანა რუსულ ბანკებში. ცენტრალური ფინანსური ინსტიტუტის ხელმძღვანელი ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ პერსონალურ ინფორმაციას ვერ გასცემს, თუმცა ავიწყდება, რომ საუბარია კაცზე, ვინც აშშ-მა რუსეთის სპეცსამსახურების აგენტად გამოაცხადა.
დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.